თურქეთში 2016 წლის ტერაქტის საქმეზე სამ სირიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში 2016 წლის ტერაქტის საქმეზე სამ სირიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში 2016 წლის ტერაქტის საქმეზე სამ სირიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სტამბოლის სასამართლომ დაადგინა, რომ სამივე ეჭვმიტანილი მონაწილეობდა ტერაქტის დაგეგმვაში. სტამბოლში სულთანახმეთის რაიონში ცისფერ მეჩეთთან თვითმკვლელმა ტერორისტმა 2016 წლის 12 იანვარს აიფეთქა თავი.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა გერმანიის 12 მოქალაქე, კიდევ 16 ადამიანი დაშავდა.

განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით სულ ბრალი 26 ეჭვმიტანილს წაუყენეს, თუმცა მსჯავრდებულთა სკამზე მხოლოდ სამი სირიელი და ერაყის ერთი მოქალაქე აღმოჩნდნენ.

ერაყელს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ის სასმართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს, რადგან მას სასჯელის უმეტესი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდა.