თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 894-მდე გაიზარდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრების შედეგად 34 810 ადამიანი დაშავდა და 5 775 შენობა განადგურდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 8 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. სტიქიის ზონაში თურქეთის ყველა უწყებიდან 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას თურქეთის ისქენდერუნის პორტში.
ბოლო მონაცემებით, სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლი 1 932-მდე გაიზარდა. სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 812 ადამიანი დაიღუპა, ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სირიის ჩრდილო-დასავლეთში კი – 1 120.