თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო ტექნიკა გაგზავნა.
როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, სირიის საზღვართან დამატებით 100 სატვირთო ავტომობილი და სხვადასხვა მძიმე ტექნიკა გაგზავნეს. მათ შორის არის ტანკები და საარტილერიო დანადგარები. შეიარაღება ჰატაის პროვინციაში მდებარე ქალაქ კილისში გაიგზავნა.
ტექნიკის ნაწილი საზღვარზე მდებარე საგუშაგოებზე განლაგდა, ნაწილი კი, სირიაში გადავიდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დისლოცირებული ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება გადადო. ამის მიზეზი სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა დაასახელეს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების სირიიდან გასვლის შემდეგ, სირიაში „ისლამური სახელმწფიოს“ წინააღმდეგ ბრძოლას თურქეთი გააგრძელებს. მისივე თქმით, დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში თურქი სამხედროების სამიზნე ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთად სირიელ ქურთთა თავდაცვითი რაზმებიც იქნება.
თურქეთმა მანამდე სირიაში ორი ოპერაცია „ევფრატის ფარი“და „ზეთისხილის რტო“ ჩაატარა