თურქეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მეჰმეთ ქასაფოგლუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო.
მისი სიტყვებით, ასევე დროებით შეწყდა კალათბურთისა და ხელბურთის ლიგების გათამაშება.
თურქეთი დღემდე ერთადერთ ქვეყანად რჩებოდა ევროპაში, სადაც ჩემპიონატი არ იყო შეწყვეტილი. ახლა, ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, სადაც საფეხბურთო მატჩები იმართება ბელარუსია – იქ ხუთშაბათს დაიწყო ჩემპიონატი.
თურქეთის ჩემპიონატში 26 ტურია გასული და 53 ქულით ლიდერობს „ტრაბზონი“.