თურქეთმა ერაყში ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო
თურქეთმა ერაყში ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. ამის შესახებ განცხადება თურქეთის სამხედრო უწყებაში გააკეთეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაციაში ჩართულია არტილერია, ავიაცია და სადესანტო დანაყოფები.
„ოპერაციის ფარგლებში 27 მაისს საარტილერიო და ავიაიერიშების შემდეგ ოპერაციაში სადესანტო დანაყოფები ჩაერთნენ. ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში ტერორისტების წინააღმდეგაა მიმართული. ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც“, – აღნიშნულია თურქეთის სამხედრო უწყებაში.
Pençe Operasyon Planı çerçevesinde, 27 Mayıs 2019’da Kara Kuvvetleri topçu bataryaları ve Hava Kuvvetlerimizin atışlarını müteakip Irak kuzeyi Hakurk bölgesinde komando tugaylarımızla bir harekat başlatıldı.https://t.co/TvJdRf4ukO#MSB #TSK pic.twitter.com/L16oGy8t3E
— T.C. Millî Savunma Bakanlığı (@tcsavunma) May 28, 2019