თურქეთმა აშშ-ის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა
თურქეთმა აშშ-ის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა

თურქეთმა აშშ-ის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა. ორგანიზაციის ვებგვერდით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთმა აშშ-ის მიერ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგების გამო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში კონსულტაციების გამართვა მოითხოვა.

თურქული მხარე მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის ქმედება ტარიფებისა და ვაჭრობის მთავარ შეთანხმებას და დამცავი ზომების ხელშეკრულების პირობებს ეწინააღმდეგება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქულ ალუმინს 20%-იანი, ფოლადს კი 50%-იანი ტარიფები დაუწესა, რამაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.

საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა.

დატოვე კომენტარი