თურქეთმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავა
თურქეთმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავა.

65 წლის რასმია ავადი თურქმა სამხედროებმა ქალაქ აზაზში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაეშის ყოფილი ლიდერის ოჯახის წევრის დაკავებამ რადიკალური ორგანიზაციის შესახებ შესაძლოა, მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება უზრუნველყოს.

რასმია ავადი ექსტრემისტულ დაჯგუფებაში სავარაუდო მონაწილეობისთვის დაჰკითხეს. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს ხუთი ძმა და რამდენიმე და ჰყავს, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანია დღეისთვის ცოცხალი.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის დაღუპვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს განაცხადა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა სირიის იდლიბის პროვინციაში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

დატოვე კომენტარი