თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და მარცვლეულის დერეფნის საკითხები განიხილეს
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და მარცვლეულის დერეფნის საკითხები განიხილეს

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და მარცვლეულის დერეფნის საკითხები განიხილეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის დროს ერდოღანმა ხაზი გაუსვა მარცვლეულის დერეფნის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მიზნით დიპლომატიურ კონტაქტებს აგრძელებს.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა შეაჩეროს სისხლისღვრა უკრაინაში.

მისი თქმით, თურქეთი მზად არის, იკისროს შუამავლის როლი და წარმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს და კარი ღია უნდა იყოს მშვიდობისთვის.