თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიელმა ქურთებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიელმა ქურთებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიელმა ქურთებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ქურთების შეიარაღებული შენაერთების თავდასხმის შედეგად თელ აბიადში სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, „ტერორისტების სამიზნე სკოლა იყო“. დაჭრილებს შორის არიან ბავშვებიც.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სირიაში სამხედრო ოპერაციის განახლებით იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია აშშ-თან და რუსეთთან შეთანხმების შემდეგ შეაჩერა. ანკარა მოითხოვს, რომ ქურთების შეიარაღებული მებრძოლები თურქეთ-სირიის საზღვარზე მოწყობილი ე.წ. უსაფრთხოების ზონიდან გავიდნენ.