თურქეთის თავდაცვის მინისტრი - განვაგრძობთ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დახმარებას და მხარდაჭერას
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მზად არის სომხეთის აგრესიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს სომხეთის საზღვართან მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე.
თურქეთი მკაცრად გმობს სომხური მხარის მირ განხორციელებულ თავდასხმებს თოვუზის რაიონში და მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი სამხედროების დაღუპვის გამო.
„ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დახმარებას და მხარდაჭერას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წელია, აგრესიულ პოლიტიკას ატარებს და აზერბაიჯანული მიწების უკანონო ოკუპაციას ახორციელებს“, – განაცხადა აქარმა.
მისი თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები, აზერბაიჯანის ძალების გვერდით „ერთი ერი, ორი სახელმწიფოს“ პრინციპით დადგებიან.