თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი – იმედი მაქვს, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა გააძლიერებს ოთხმხრივ თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის
იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ნაბიჯი ასევე გააძლიერებს ოთხმხრივ თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, – ასე ეხმაურება სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მანამდე თქვა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა.
„ახალი ნაბიჯი პირდაპირი ვაჭრობის მიმართულებით თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, წარმატებას მოუტანს ყველა ამ ქვეყანას“, – განაცხადა თურქმა დიპლომატმა.
Türkiye-Ermenistan normalleşme süreci kapsamında doğrudan ticarette yeni bir adım.Türkiye-Ermenistan-Azerbaycan ve Gürcistan dörtlü işbirliğini de geliştirecek,bölgesel barış ve istikrara da önemli katkıda bulunacak bu yeni adımın tüm bu ülkelere hayırlı olmasını diliyorum. pic.twitter.com/cnfTRfPLzF
— Serdar KILIÇ (@serdarkilic9) May 24, 2026