თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთი უკრაინისგან მარცვლეულს 25 პროცენტით იაფად შეიძენს
თურქეთი უკრაინისგან მარცვლეულს 25 პროცენტით იაფად შეიძენს, – მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, ვაჰით კირიშციმ განაცხადა.
თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინასთან შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა კიევს აქვს პროდუქციის უსაფრთხოდ ექსპორტის დილემა.
„მათ ჩვენი არბიტრაჟი სურთ. რუსეთიც და უკრაინაც ჩვენ გვენდობიან“, – თქვა თურქეთის სოფლის მეურნეობის და სატყეო მეურნეობის მინისტრმა.
გავრცელებული ცნობით, მიმდინარე კვირაში სტამბოლში, რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრებზე, დღის წესრიგის მთავარი თემა „მარცვლეულის დერეფანი“ იქნება.