თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარის აეროპორტიდან აფრენისთანავე, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარის აეროპორტიდან აფრენისთანავე, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა

ანკარის აეროპორტიდან გაფრენისთანავე, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

იერლიკაიას თქმით, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავი ანკარას აეროპორტიდან ადგილობრივი დროის 08:10 საათზე აფრინდა, კავშირი კი 08:52 საათზე შეწყდა.

იერლიკაიამ აღნიშნა, რომ ბორტზე ხუთი მგზავრი იმყოფება, მათ შორის ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი.

„ხელისუფლებამ თვითმფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები დაიწყო და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა იერლიკაიამ.