თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა
თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე, ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურში აცხადებენ.

არსებული ინფორმაციით, ქასთამონუს პროვინციაში 60 ადამიანი დაიღუპა. სინოფის პროვინციაში სტიქიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბართინში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.

წყალდიდობის გამო ბართინის პროვინციიდან 341 ადამიანია ევაკუირებული, ქასთამონუდან 1 486, ხოლო სინოფიდან 560.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი