თურქეთის საზღვაო ძალებმა ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო წვრთნები „ზღვის მგლები 2021“ დაიწყეს
თურქეთის საზღვაო ძალებმა ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო წვრთნები „ზღვის მგლები 2021“ დაიწყეს

თურქეთის საზღვაო ძალებმა დღეს, 25 მაისს, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვებში სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „ზღვის მგლები 2021“ (Denizkurdu-2021) დაიწყეს.

აღნიშნულ წვრთნებში პირადი შემადგენლობის 25 ათასი წევრი, 132 ერთეული ხომალდი, 10 ერთეული წყალქვეშა ნავი, 43 ერთეული თვითმფრინავი, 28 ერთეული ვერტმფრენი და 14 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი მიიღებს მონაწილეობას.

სამხედრო სწავლება „ზღვის მგლები-2021“ 5 ივნისს დასრულდება.