თურქეთის სასამართლომ ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ 14 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

00:25, 18.05.2019

თურქეთის სასამართლომ 14 ადამიანს, რომლებიც 2016 წლის ტერაქტის მოწყობაში არიან ბრალდებულები, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მათგან ოთხს ბრალად ედება „ქვეყნის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა და განზრახ დაგეგმილი მკვლელობა,” 10-ს კი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევისთვის მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა.

ტერაქტი თურქეთში 2016 წელს მოხდა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება საფეხბურთო მოედანზე განახორციელა. ტერაქტს 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი