თურქეთის სასამართლომ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის გერმანელი პოლიტიკოსის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის სასამართლომ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის გერმანელი პოლიტიკოსის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის სასამართლომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის გერმანელი პოლიტიკოსის დაკავების ორდერი გასცა. საუბარია მემეთ კილიჩზე, რომელიც 2009-2013 წლებში „მწვანეების“ კვოტით გერმანიის პარლამენტის წევრი იყო.

კილიჩს თურქეთის პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება გერმანელი პოლიტიკოსის მიერ 2017 წელს ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან რეჯეფ თაიფ ერდოღანს „სამშობლოს მოღალატე“ უწოდა. აღნიშნული ინტერვიუს დიდი ნაწილი სირიაში თურქეთის პოლიტიკას ეხებოდა.

თავად კილიჩი ანკარაში გამართულ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. სასამართლოს განკარგულებით, თურქეთში ჩასვლის შემთხვევაში კილიჩს დააკავებენ.

საქმის განხილვა სასამართლოში 26 თებერვალს განახლდება.