თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მეორე ადგილზეა ქემალ ქილიჩდაროღლუ

21:32, 14.05.2023

„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 52.03 პროცენტით ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 42.11%-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, მესამე ადგილზე კი – სინან ოღანი, 5.33 პროცენტით.

ამ დროისთვის უბნების 50-ზე პროცენტზე მეტია დათვლილი.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 56.18%-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 30.05%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 8.67%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 26.16 პროცენტი.

მსგავსი