თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეებიც მოჰყავს, უკვე გამოფრინდა
თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეებიც მოჰყავს, უკვე გამოფრინდა

თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეებიც მოჰყავს, უკვე გამოფრინდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელმაც უხანიდან 42 მგზავრი წამოიყვანა, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველოს დროით საღამოს 21:00 საათისთვის ჩაფრინდება.

თურქული მედია წერს, რომ მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებათ. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და ალბანეთის მოქალაქეები არიან.

თურქეთში ჩასვლის შემდეგ, მგზავრებს ანკარაში, ზეკაი თაჰირ ბურაკის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც კარანტინში 14 დღეს დარჩებიან.