თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 40-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 40-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 40-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა.

„28 ნოემბრის ღამეს ერაყის ასოსის რაიონში თურქეთის ავიაციამ სეპრატისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტები დაბომბა. განადგურებულია ტერორისტების 41 ობიექტი, მათ შორის თავშესაფრები და გვირაბები“ – ნათქვამია თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ავიაგამანდურებლები და უპილოტო საფრენი აპარატები ბაზებზე უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. თურქეთსა და „ქურტისტანის მუშათა პარტიას“ შორის შეიარაღებული კონფლიქტი 2015 წლის ივლისში განახლდა.