თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებებს  14 იანვარს მოსკოვში გამართავენ
თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებებს 14 იანვარს მოსკოვში გამართავენ

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები მოლაპარაკებების პირველ რაუნდს 14 იანვარს მოსკოვში გამართავენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში 14 იანვარს გაიმართება“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

თავის მხრივ, აღნიშნული ცნობები დაადასტურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან უნანიანმა.

გასულ კვირას, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მხარეთა შორის დაგეგმილი პირველი შეხვედრა სავარაუდოდ სპეციალური საგზაო რუკის შექმნასა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე იქნება ფოკუსირებული.

დატოვე კომენტარი