თურქეთის საგარეო უწყება – ისრაელის გადაწყვეტილება, 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ დანაშაულების გადაფარვას
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება, 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას.
სამინისტროს განცხადებით, პალესტინელების წინააღმდეგ „სისტემური ჩაგვრის“ ბრალდებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ საქმე ამჟამადაც განიხილება.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ისრაელის ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს სამართლებრივ და ისტორიულ ფაქტებს და ასახავს იმ ზეწოლას, რომლის წინაშეც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი გარემოცვა იმყოფებიან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ წინააღმდეგ პალესტინელების მიმართ სავარაუდო დანაშაულების საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია დაკავების ორდერები.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.