თურქეთის საგარეო უწყება – ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებსა და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელ კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებსა და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
We offer our deepest condolences to the families of the Georgian citizens who lost their lives in the collapsed building in Batumi and to the people of friendly #Georgia. We wish speedy recovery to the injured.@MFAgovge
— Turkish MFA (@MFATurkey) October 10, 2021