თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელს მთელი პალესტინელი მოსახლეობის განადგურება სურს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელს მთელი პალესტინელი მოსახლეობის განადგურება სურს

ისრაელს მთელი პალესტინელი მოსახლეობის განადგურება სურს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ის ფაქტი, რომ ისრაელი, რომელიც შიმშილს იყენებდა, როგორც ომის იარაღს ღაზაში, ახლა უმიზნებს უდანაშაულო მოქალაქეებს, რომლებიც სასიცოცხლო დახმარების მოლოდინში იყვნენ, ადასტურებს ისრაელის განზრახვას, გაანადგუროს მთელი პალესტინელი მოსახლეობა“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ჩაიდინა „კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“.

„ღაზის სამხრეთით მდებარე ალ-ნაბულსის მიმდებარე ტერიტორიაზე პალესტინელების მკვლელობა და ღაზაში მომხდარი სისასტიკე გადაიქცევა გლობალურ კატასტროფად, რომელსაც ექნება შედეგები რეგიონს მიღმა.

ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც გავლენა აქვს ისრაელის მთავრობაზე, შეწყვიტოს ღაზაში მიმდინარე ძალადობა. ისრაელმა სასწრაფოდ უნდა დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, მაგრამ ისრაელის მთავრობას არ აქვს საღი აზრი ან სინდისი ამ გადაწყვეტილების მისაღებად”, – აღნიშნულია განცხადებაში.