თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევში ჩავა და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევში ჩავა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ფიდანი ამ კვირის ბოლოს კიევში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება და 16 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ამჟამად ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ფიდანი უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.