თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი- თურქეთს სურს, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანდეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი- თურქეთს სურს, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანდეს

თურქეთს საქართველოს NATO-ში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა ელოდება რომ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მისივე განცხადებით, ეს ეხება ასპირანტ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც.

„ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ მზადება ბრიუსელში 11-12 ივლისს დაგეგმილი სამიტისთვის, რომელზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ალიანსის შემდგომი გაფართოება იქნება. თურქეთი ელოდება, რომ სამიტზე NATO-ს ლიდერები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ალიანსთან დაახლოების კუთხით. თურქეთი მხარს უჭერს მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.