თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სტამბოლში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია კონკრეტული შედეგების მოტანა

14:16, 30.05.2025

სტამბოლში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია კონკრეტული შედეგების მოტანა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან შეხვედრისას განაცხადა.

ჰაკან ფიდანის თქმით, „ჩვენ ან თვალს დავუხუჭავთ ამ ომის გაგრძელებას, ან მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ მუდმივ მშვიდობას“.

„სტამბოლში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია კონკრეტული შედეგების მოტანა. ჩვენ გვინდა, რომ სტამბოლში მიღწეული იმპულსი გაგრძელდეს. მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც უმასპინძლებს ბატონი ერდოღანი“, – განაცხადა ფიდანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი