თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში განიხილეს, თუ რა ნაბიჯები შეგვიძლია, გადავდგათ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისთვის

00:26, 28.09.2025

თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანად მოსაგვარებლად საერთო ნაბიჯები განიხილეს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანმა ნიუ იორკში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მოლაპარაკებების დროს განიხილეს, თუ რა ნაბიჯები შეგვიძლია, გადავდგათ კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – აღნიშნა ფიდანმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა პალესტინის საკითხზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თეთრ სახლში 25 სექტემბერს უმასპინძლა.   აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თურქეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს როგორც საომარ საკითხებში, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

მსგავსი