თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ხვდება.
ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, მხარეები შესავალი სიტყვით გამოვიდნენ. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრა მოსკოვში რთულ დროს იმართება. მისი განცხადებით, ასეთ დროს დიპლომატია უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა ლავროვს ანტალიის ფორუმში მონაწილეობისთვის.
მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩავუშოღლუმ მიუთითა ლავროვს, რომ თურქეთი განაგრძობს მონტროს კონვენციის ყველა წესისა და პირობის დაცვას. მან გაუსვა ხაზი თურქეთისა და რუსეთის განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა რუსეთს, რომ მოსკოვმა ორი რუსული გემის ბოსფორის სრუტეში შეყვანაზე თავად თქვა უარი.