თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს
თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

საქართველოში თურქეთის საელჩო ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაულს აღნიშნავს.

საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა, დიდმა ლიდერმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა სწორედ 23 აპრილს გახსნა თურქეთის დიდი ეროვნული კრება, რის აღსანიშნავადაც ეს დღე მიუძღვნა ბავშვებს.

დღესვე თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ბიუსტი, რომელიც საელჩოს შენობის გვერდით მდებარეობს.

„23 აპრილი თურქეთის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, გვსურს პატივი მივაგოთ საქართველოს იდენტობისათვის მებრძოლი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ხსოვნას და ამ მიზნით, ყვავილებით შევამკობთ მის ბიუსტს, რომელიც საელჩოს შენობის გვერდით მდებარეობს“, – აცხადებენ საელჩოში.

მათივე ინფორმაციით, 23 აპრილი – ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაული, ყოველ წელს აღინიშნება თურქეთში, საზღვარგარეთ არსებულ მისიებში, ყველა ორგანიზაციასა და სკოლებში. ამ დღესასწაულის მიზანია, ბავშვებს შორის მეგობრობის, მშვიდობისა და სიყვარულის კავშირების დამყარება.