თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს
თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს, –  ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, 23 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 17 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯამრთელებას“,- ნათქვამია წერილში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დატოვე კომენტარი