თურქეთის საელჩო - პირები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე თურქეთის დატოვებას ვერ ახერხებენ, არ დაჯარიმდებიან
თურქეთის საელჩო - პირები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე თურქეთის დატოვებას ვერ ახერხებენ, არ დაჯარიმდებიან

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოში თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირები, რომლებსაც გაუვიდათ ვიზისა და ცხოვრების ნებართვის ვადა, მაგრამ ფრენების გაუქმების გამო ვერ ახერხებენ თურქეთის ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან საჯარიმო სანქციებს.

ამასთან, ფრენების ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენისა და უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა-სანქციები დაეკისრებათ.