თურქეთის ქალაქ კილისში სარაკეტო დარტყმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის ქალაქ კილისში სარაკეტო დარტყმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ კილისში სარაკეტო დარტყმების შედეგად, რომელიც სირიის პროვინცია აფრინიდან განხორციელდა, ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 13. ქალაქი თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

წინასწარი მონაცემებით, რაკეტა მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ.
დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში.

ამავე თემაზე თეთრი სახლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა აფრინში მზარდი ძალადობის გამო.

დატოვე კომენტარი