თურქეთის ქალაქ დილოვასში, სუნამოების საწყობში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
თურქეთის ქალაქ დილოვასში, სუნამოების საწყობში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

თურქეთში, სუნამოების საწყობში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ქოჯაელის პროვინციაში, ქალაქ დილოვასში მდებარე ხუთსართულიან საწყობში დილით გაჩნდა. პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო ბრიგადა გაიგზავნა, რის შემდეგაც ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, დილოვასი სტამბოლიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. დილოვასი ინდუსტრიული ქალაქია, სადაც მრავალი საწყობი და ქარხანაა განთავსებული.