თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა პრო-ქურთული პარტიის ყოფილი ლიდერის ციხიდან გათავისუფლება მოითხოვა
თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა მუჰარემ ინჯემ პრო-ქურთული პარტიის ყოფილი ლიდერის სელაჰატინ დემირტაშის ციხიდან გათავისუფლება მოითხოვა. ეს განცხადება მუჰარემ ინჯემ მშობლიურ ქალაქში გამართულ მიტინგზე გააკეთა.
„პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრები, ისევე, როგორც თურქეთის მმართველი პარტიის წევრები, ამ ერის შვილები არიან. არ დატოვოთ დემირტაში ციხეში. შევეჯიბროთ, ისე როგორც ეს ნამდვილ მამაკაცებს შეეფერება“, – განაცხადა ოპოზიციონერმა.
მუჰარემ ინჯე „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატად 4 მაისს წარადგინა. პრო-ქურთულ „სახალხო დემოკრატიულმა პარტიაში” კი არჩევანი პატიმრობაში მყოფ სელაჰატინ დემირტაშზე შეაჩერეს.
ციხეში მყოფმა პოლიტიკოსმა პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთში 2016 წლიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს უნდა გაიმართოს. გამარჯვების შემთხვევაში, ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პირველი პრეზიდენტის იქნება, რომელსაც შეცვლილი კონსტიტუციის მიხედვით უფლებამოსილება გაეზრდება.