თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი სინან ოღანი – საზღვარგარეთ ხმების დათვლა არაჯანსაღ გარემოში მიმდინარეობს
საზღვარგარეთ ხმების დათვლა არაჯანსაღ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სინან ოღანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენ გავიგეთ, რომ გარკვეულ მანიპულაციებს აქვს ადგილი საზღვარგარეთ ხმების დათვლის პროცესებში. არ დავუშვებთ უცხოური ხმებით მანიპულირების ფაქტს. ნუ აყენებთ სტრესს გარემოს“, – აღნიშნა ოღანმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მოუწოდა თურქეთის საარჩევნო საბჭოს, რომ „დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და უზრუნველყოს ხმების დათვლის პროცესის დაჩქარება“.
Yurtdışı oy sayım işlemlerinde birtakım manipülasyonların yapıldığı duyumunu alıyoruz. Oy sayım işlemleri sağlıklı bir ortamda yapılmıyor. YSK’yı uyarıyorum. Derhal gerekli tedbirleri alın ve oy sayım işlemlerinin hızlı bir biçimde yapılmasını sağlayın. Ayrıca yurt dışı oylarda…
— Dr. Sinan Oğan (@DrSinanOgan) May 14, 2023