თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა ომი დასრულდეს მდგრადი მშვიდობით
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიაში განაცხადეს, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო პროცესი, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
თურქული მხარის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდებოდა ალასკასა და ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა ომი დასრულდეს მდგრადი მშვიდობით და რომ მშვიდობის დამყარებით ის გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინის უსაფრთხოებაში.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი მშვიდობა შესაძლებელია და დასძინა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ინტენსიურად. თურქული მხარის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოთქვა თურქეთის მზადყოფნა, გააკეთოს ყველაფერი მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის, რაც მშვიდობისკენ გზას გახსნის. კანცელარიის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.
President @RTErdogan spoke by phone with President Volodymyr Zelenskyy of Ukraine.
The call addressed the Türkiye-Ukraine bilateral relations, the Ukraine-Russia peace process as well as regional and global issues.
Stating that they closely followed the talks in Alaska and…
— Presidency of the Republic of Türkiye (@trpresidency) August 28, 2025