თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა
თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა

ალბათ, დადგა დრო, განვიხილოთ თურქეთის ახალი კონსტიტუცია. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ. საბოლოო ტექსტი უნდა იყოს ერის შეხედულების შესაბამისად, – განაცხადა ერდოღანმა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმების პაკეტი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ცვლილებები ძირითადად მართლმსაჯულებას და ეკონომიკას შეეხება.

ცნობისთვის, თურქეთის ამჟამინდელ კონსტიტუციაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილებები. ბოლოდროინდელი ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკის საკონსტიტუციო წყობა რესპუბლიკურიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა.