თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, ალ-აქსას მეჩეთზე ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ იმოქმედონ
თურქეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, ალ-აქსას მეჩეთზე ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ იმოქმედონ

სასტიკი ისრაელი, ისრაელის ტერორისტული სახელმწიფო იერუსალიმში მუსლიმებს სასტიკად და ამორალურად ესხმის თავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტაძრის მთასთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა მკაცრად გმობს ისრაელის შემზარავ თავდასხმას ალ-აქსას მეჩეთზე.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ისრაელს მოუწოდებს, ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმები დაუყოვნებლივ დაასრულოს. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა იერუსალიმში ძმებისა და დების, პალესტინაში კი, მუსლიმების გვერდით დგას.

ერდოღანმა მსოფლიოს და განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებს მოუწოდა, ალ-აქსას მეჩეთზე ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ იმოქმედონ.

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან კვლავ დაძაბული ვითარებაა.