თურქეთის პრეზიდენტი ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა
თურქეთის პრეზიდენტი ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტი ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოვიდა და მაკრონს მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამასთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ „ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მუსლიმების მიმართ სიძულვილი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც მხარს ქვეყნის მეთაური უჭერს. ამ შემთხვევაში ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტზე გაამახვილა ყურადღება.

ეროდაღანის მტკიცებით, „მაკრონის განცხადება ისლამოფობიას ახალისებდა“ და უკვე მეორედ მოუწოდა მაკრონს „მენტალური მდგომარეობის შემოწმებისკენ“.

ერდოღანის თქმით, საფრანგეთში ისლამის მიმართ სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულებები თითქმის ყოველდღე ხდება.

„ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურა ღიად უარყოფს მუსლიმების მიმართ ჩადენილ დანაშაულს. ისინი ვინც ხელს აფარებს თავდასხმებს მუსლიმებზე, აგრძელებენ ნაციზმის და ფაშიზმის იდეებს. დასავლეთში მუსლიმად ყოფნა და ამ რელიგიის მიმდევრობა თითქმის შეუძლებელი ხდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის ლიდერმა მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, ისლამოფობიის წინააღმდეგ იმოქმედონ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ლიდერს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. საფრანგეთის პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა პარიზში პედაგოგის მკვლელობას, რომელსაც 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენმა მოჰკვეთა თავი. საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთში „ისლამისტური სეპარატიზმის საფრთხე არსებობს“, მაკრონმა ასევე თქვა, რომ „ისლამი კრიზისშია“
ამ განცხადების გამო, თურქეთის გარდა ფრანგული პროდუქცია ბოიკოტი ყატარში, ქუვეითსა და იორდანიაში გამოუცხადეს.

მაკრონის განცხადებების გამო საფრანგეთის საწინააღმდეგო აქციები გამიმართა ლიბიაში, ღაზის სექტორსა და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში.