თურქეთის პრეზიდენტი სირიელი ლტოლვილების ევროპისკენ გაგზავნით იმუქრება
თურქეთის პრეზიდენტი სირიელი ლტოლვილების ევროპისკენ გაგზავნით იმუქრება

თურქეთის პრეზიდენტი ლტოლვილებისთვის ევროპის კარის გაღებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„გავხსნით კარს და 3.6 მილიონ ლტოლვილს თქვენსკენ გამოვუშვებთ“, – განაცხდა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, როდესაც ევროპა და არაბული ქვეყნები თურქეთის სამხედრო ოპერაციას აკრიტიკებენ, არ არიან გულწრფელები. ერდოღანის თქმით, ევროპაში არ აქვთ უფლება უკმაყოფილება გამოთქვან, რადგან მათ ქვეყნებში დემოკრატია მოკლეს. მისივე თქმით, საუდის არაბეთშიც, ვიდრე თურქეთს გააკრიტიკებენ, სარკეში უნდა ჩაიხედონ.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც ევროპელი ლიდერების კრიტიკა მოჰყვა.