თურქეთის პოლიციამ სტამბოლში 270 მილიონი დოლარის ყალბი ბანკნოტები ამოიღო

12:45, 24.07.2019

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში 270 მილიონი დოლარის ყალბი ბანკნოტები ამოიღო.

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლის ერთ-ერთ ტიპოგრაფიაში ჩატარდა. დაწესებულებაში სამართალდამცველებმა ოთახი აღმოაჩინეს, სადაც ყალბი ბანკნოტები იბეჭდებოდა.

თურქეთის პოლიციის განცხადებით, აღმოჩენილი ყალბი ბანკნოტების ოდენობა ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.

ყალბი დოლარების დამზადების საქმეზე დაკავებულია ექვსი ადამიანი.

მსგავსი