თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივა
თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივა

თურქეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე 7 ჯერ გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გუშინ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 24 ივნისს ჩატარდება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობა არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს და მთავრობას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 21 ივნისს ამოქმედდა.