თურქეთის პარლამენტი პირველ პლენარულ სესიას 8 ივლისს გამართავს

16:15, 27.06.2018

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო 24 ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევების საბოლოო შედეგებს 5 ივლისს გამოაცხადებს. პარლამენტის პირველი პლენარული სესია კი 8 ივლისს გაიმართება.

პირველ სესიას პარლამენტის უხუცესი წევრი, 80 წლის დენიზ ბაიკალი გახსნის, რომელიც „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დეპუტატები პარლამენტში ფიცს დადებენ.

ოფიციალური მონაცემებით, 600 ადგილიან პარლამენტში „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ 295 მანდატს მიიღებს, ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ 146-ს, პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“ 67-ს, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ 49-ს, „კარგი პარტია“ კი 43-ს.

მსგავსი