თურქეთის ოპოზიცია - ერდოღანის პარტიამ სტამბოლის მერიის ვებგვერდზე 13 მილიონი დოლარი დახარჯა
თურქეთის ოპოზიცია - ერდოღანის პარტიამ სტამბოლის მერიის ვებგვერდზე 13 მილიონი დოლარი დახარჯა

თურქი ოპოზიციონერისა და სტამბოლის ყოფილი მერის ეკრემ იმამოღლუს თქმით, ერდოღანის პარტიამ ბოლო სამ წელიწადში სტამბოლის მერიის ვებგვერდზე 80 მილიონი ლირა დახარჯა, რაც 13 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

„ამ თანხით თურქეთის ყველა მუნიციპალიტეტს გავუკეთებდით ვებგვერდს. ჩვენ ამ სისტემას ერთად შევცვლით, სტამბოლის მერია რამდენიმე ადამიანის საკუთრება არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ. იმედს ნუ დაკარგავთ“, – განაცხადა სახალხო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ იმამოღლუ რამდენიმე კვირით იკავებდა სტამბოლის მერის პოსტს, თუმცა მას შემდეგ რაც თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, ოპოზიციონერი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ხელახალი არჩევნები თურქეთში 23 ივნისს გაიმართება.