თურქეთის მთავრობა – ისრაელის პრემიერის ოფისის დაუსაბუთებელი ბრალდებები მიზნად ისახავს ისრაელის მიერ სირიის სუვერენიტეტის წინააღმდეგ უკანონო საჰაერო დარტყმების ლეგიტიმაციას

15:24, 19.08.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ წამოყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებები მიზნად ისახავს ისრაელის მიერ სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო საჰაერო დარტყმების ლეგიტიმაციას. ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის მთავრობის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გაჟღერებული ბრალდებები გამომდინარეობს ნეთანიაჰუს განზრახვიდან, ისრაელში არჩევნების წინ რეგიონში ექსპანსიონისტური და დესტაბილიზაციის გამომწვევი პოლიტიკა გაატაროს.

„თურქეთი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მხარს უჭერს ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის განმტკიცებას. ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ნეთანიაჰუს მიერ აგრესიული და იძულებითი პოლიტიკის შეწყვეტა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემაა. თურქეთი მტკიცედ გააგრძელებს სირიის მთავრობასთან თანამშრომლობას ლეგიტიმურ საფუძველზე, სირიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარების მიზნით და არასდროს დაუშვებს სირიის დესტაბილიზაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი