თურქეთის მთავრობა 90 000 მსჯავრდებულის გათავისუფლებას აპირებს
თურქეთის მთავრობა 90 000 მსჯავრდებულის გათავისუფლებას აპირებს

თურქეთის მთავრობა 90 000 მსჯავრდებულის გათავისუფლებას აპირებს.

ინიციატივას თურქეთის პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, ამნისტია არ შეეხება იმ პატიმრებს, რომლებიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირის გამო იხდიან სასჯელს. ასევე სექსუალურ ძალადობაში, ნარკოდანაშაულსა და ტერორიზმში ბრალდებულები. ასევე ის პირები, ვინც სასჯელს ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო იხდიან.

ციხიდან არ გაათავისუფლებენ დაპატიმრებულ ჟურნალისტებსაც, რის გამო თურქეთის ხელისუფლება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამი პატიმარი გარდაიცვალა. მათ კორონავირუსი ჰქონდათ.

სულ თურქეთის ციხეებში დაახლოებით 300 000 ადამიანი იხდის სასჯელს.

საერთო ჯამში, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 60 000-ზე მეტი ადამიანი. 1200-ზე მეტი გარდაიცვალა.