თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებს პარტიის ოფისში შესვლისას ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ რამდენიმე ბარიკადი გაარღვია.

სამართალდამცველები „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერის, ოზგურ ოზელის ოფისიდან გასაყვანად მივიდნენ მას შემდეგ, რაც სასამართლომ პარტიის 2023 წლის კონგრესის გადაწყვეტილება გააუქმა, როდესაც ოზელი პარტიის ლიდერად აირჩიეს. ანკარის გუბერნატორმა ოფისში მყოფი პირების გამოსახლების ბრძანება გასცა.

სასამართლომ ოზელის ადგილას აღადგინა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც იმ წელს ეროვნულ არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დამარცხდა. ოზელის ხელმძღვანელობით გადაყენებულმა პარტიის ხელმძღვანელობამ სასამართლოს გადაწყვეტილებას „სასამართლო გადატრიალება“ უწოდა.

ოზგურ ოზელმა პირობა დადო, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო საჩივრების გზით შეებრძოლებოდა და „დღე და ღამე“ ანკარაში მდებარე პარტიის შტაბ-ბინაში დარჩებოდა.

ცნობილი ხდება, რომ ოზგურ ოზელი შენობიდან გამოიყვანეს.