თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის ჩორნომორსკის პორტი ხორბლით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის ჩორნომორსკის პორტი ხორბლით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის ჩორნომორსკის პორტი ხორბლით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გაერო-ს შუამდგომლობით, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებით, უკრაინის შავი ზღვის პორტი უკვე 27-მა გემმა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 6 300 ტონა მზესუმზირის ზეთი და 25 000 ტონა ხორბალია. უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი ივლისის ბოლოს, მოსკოვს, კიევსა და გაერო-ს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ განახლდა.