თურქეთის გენშტაბი - თურქეთის არმიამ აფრინში ქურთულ სამხედრო ჯგუფებს საზღვართან დამაკავშირებელი ტერიტორია დაუბლოკა
თურქეთის გენშტაბი - თურქეთის არმიამ აფრინში ქურთულ სამხედრო ჯგუფებს საზღვართან დამაკავშირებელი ტერიტორია დაუბლოკა

თურქეთის არმიამ აფრინის რეგიონში ქურთულ სამხედრო ჯგუფებს საზღვართან დამაკავშირებელი ტერიტორია დაუბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში 2 059 ქურთი მებრძოლი განეიტრალდა, მათგან 58 კი ცოცხლად შეიპყრეს.

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, ოპერაციის წარმატებულად დასრულების მიზნით და მოსახლეობის დასაცავად, ანკარა ქალაქ აფრინში არმიისა და პოლიციის სპეცრაზმებს განათავსებს.

თურქეთის ვიცე-პრემიერი, ბეკირ ბოზდაგი ამბობს, რომ აფრინში ქურთული სამხედრო ჯგუფების საავიაციო დაბომბვები გაგრძელდება.